ყველა პროექტი
დასრულებული

აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლი — ტექნიკური დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის განახლება

პროექტის შესახებ

2019 წელს ჩვენმა თანამშრომლებმა აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლის ტექნიკური დეპარტამენტი ჩაიბარეს. პირველი ეტაპი ქსელური ინფრასტრუქტურის სრული განახლება იყო — შეიცვალა სერვერები და სვიჩები, თავიდან აეწყო სათამაშო აპარატების დაქსელვის სქემა, განახლდა WIFI ინფრასტრუქტურა და მოეწყო კომპიუტერების დომენური ქსელი.

აჭარაბეთის ორ ობიექტზე დავნერგეთ სლოვენური კომპანია Advansys-ის საოპერაციო პროგრამა Nexio და თანამშრომლები დავატრენინგეთ, რომ სისტემასთან მუშაობა ერთგვაროვანი და გამართული ყოფილიყო. ჩვენივე დეველოპმენტით აეწყო ლიდერბორდები, შავი სიის პროგრამა, მარკეტინგული SMS კამპანიების პროგრამა და მონიტორინგის სხვადასხვა პროგრამა — ინსტრუმენტები, რომლებსაც დარბაზი ყოველდღიურ ოპერირებაში იყენებს.

ცალკე მიმართულება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა იყო: კამერების სისტემა სრულად შეიცვალა და თავიდან გაიმართა.

ამ პროექტშიც, ისევე როგორც კაზინო ავიატორის შემთხვევაში, ITConnect-ის გუნდი იყო ჩართული: კომპანიის დამფუძნებელი — ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე, ჩვენი წამყვანი სპეციალისტები კი — ტექნიკური დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტებად.

სამუშაოს მოცულობა

  • ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება
  • სერვერები და სვიჩები
  • აპარატების დაქსელვის სქემა
  • Nexio — Advansys-ის დანერგვა
  • შავი სიის პროგრამა
  • ლიდერბორდები
  • SMS კამპანიების პროგრამა
  • მონიტორინგის პროგრამები
  • დომენური ქსელი
  • WIFI ინფრასტრუქტურა
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა
  • პერსონალის ტრენინგი
აჭარაბეთ გემბლინგ ჰოლის შენობის ფასადი და აბრა

მსგავსი პროექტი გაქვთ?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — განვიხილავთ, რა მოცულობა და ვადა სჭირდება.

დაგვიკავშირდით